ქუთაისის საჩოგბურთო კორტებზე, სამოყვარულო ტურნირი “ქუთაისის თასი” გაიმართა.
ტურნირი სამი დღის განმავლობაში, ერთეულებს და წყვილებს შორის მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობდნენ თბილისის, ბათუმის, წყალტუბოს, ზუგდიდის, ფოთისა და ქუთაისის წარმომადგენლები.
ერთეულებში პირველი ადგილის მფლობელი ქუთაისის წარმომადგენელი გიორგი მარგველაშვილი გახდა, ხოლო მეორე ადგილი ასევე ქუთაისელმა ზურა პაქსაძემ დაიკავა. წყვილებში გამარჯვებაც მასპინძელი ქალაქის წარმომადგენლებმა თამაზ არეშიძემ და ზურა პაქსაძემ მოიპოვეს, მეორე ადგილზე კი, ბათუმის წარმომადგენლები ვალერი მელიქიძე და დენის კოვალოვი გავიდნენ.
საპრიზო ადგილზე გასულ მონაწილეებს ფულადი ჯილდოები, მედლები და სერტიფიკატები გადაეცათ.
კომენტარები