ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმის დარბაზი პირველად უნიკალურ გამოფენას – “ხელოვნება და სული” მასპინძლობს, რომელსაც ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს.
კლინიკაში წლების მანძილზე სარეაბილიტაციო ინტერვენციები და დღის აქტივობები წარმატებით ხორციელდება, მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სახვითი ხელოვნების თერაპიაა.
ყველა ნახატი, რომელსაც დამთვალიერებელი უნიკალურ გამოფენაზე ნახავს, ბენეფიციარების/პაციენტების მიერ სწორედ არტთერაპიის პროცესშია შექმნილი.
“ამ ექსპოზიციით მუზეუმის სივრცეში, ჩვენი მიზანია, ხელოვნების ენით, საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელებს მეტი ინფორმაცია მივცეთ ფსიქოგანათლების პოპულარიზაციის პროცესის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სტიგმის წინააღმდეგ მოქმედების აუცილებლობაზე, რაც 21-ე საუკუნის რეალურ გამოწვევად იქცა.
ერთად დავძლიოთ სტიგმა – მენტალური ჯანმრთელობისთვის!”, – აცხადებენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში.
გამოფენა 16 ივნისამდე გაგრძელდება.
კომენტარები