მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქუთაისის საჯარო სკოლებში, მასწავლებლებს მშობლების პოლიტიკური განწყობების დადგენა დაავალეს”

“ქუთაისის საჯარო სკოლებში, მასწავლებლებს მშობლების პოლიტიკური განწყობების დადგენა დაავალეს”

ქუთაისის საჯარო სკოლებში, მასწავლებლებს მშობლების პოლიტიკური განწყობების დადგენა დაავალეს. ამის დამადასტურებელი “სქრინები” სასკოლო ჩატებიდან არსებობს, თუმცა მომწოდებლის ვინაობის ანონიმურობას იცავენ, – ამის შესახებ ქუთაისში, ბრიფინგზე “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივმა ლიდერებმა განაცხადეს.

ხათუნა არველაძის და გიორგი თევდორაძის თქმით, ოპოზიციას ასევე აქვს წინასაარჩევნო დარღვევების სხვა ფაქტებიც. ქუთაისის ერთ-ერთ უბანში მოქალაქემ საკუთარ ბინაში 7 ჩაწერილი უცხო პირი აღმოაჩინა.

“მოქალაქემ, რომელიც მისი საცხოვრებელი ბინის აშენების დღიდან ცხოვრობს, მის საკუთრებაში არსებულ ბინაში, გვაცნობა, რომ ოჯახის წევრების გარდა ჩაწერილია უცხო პირები, რომლებსაც არასოდეს უცხოვრია ამ ბინაში და არც მეზობლად, ბინაში ცხოვრობს სამი პირი, თუმცა ჩაწერილია 10 პირი, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დავუკავშირდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებმაც დააფიქსირეს ფაქტი, მოქალაქეს რეესტრიდან გამოთხოვილი აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია”, – განაცხადა ხათუნა არველაძემ.

ყველა დარღვევის შესახებ, ოპოზიციონერებმა საერთაშორისო დამკვირვებლებს აცნობეს.

კომენტარები