მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის სპორტის სასახლეში “ფალავნობა 2022” “როსნეფტის” წარწერის ფონზე ჩატარდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში “ფალავნობა 2022” “როსნეფტის” წარწერის ფონზე ჩატარდა

ქუთაისის სპორტის სასახლეში ჭიდაობის წლის მთავარი ღონისძიება “ფალავნობა 2022” რუსული სახელმწიფო კომპანია “როსნეფტის” წარწერის ფონზე მიმდინარეობდა.

ღონისძიებას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძეც ესწრებოდნენ.

პუტინის მეგობარი კომპანიის ამსახველი წარწერის ფოტო სამოქალაქო აქტივისტმა არჩილ გეგენავამ გაავრცელა.

“როსნეფტის” მფლობელი ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და პარტნიორი იგორ სეჩინია. კომპანიაც და მისი მფლობელიც დასავლეთის სანქცირებულთა სიაში არიან. გარდა ამისა, “როსნეფტი” რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში აქტიურ საქმიანობას ეწევა, რითიც “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონს უხეშად არღვევს.

კომენტარები