ქუთაისის სპორტის სასახლეში მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის აკაკი კაკაურიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.
ტურნირი 2007-2008 წლებში დაბადებულ მოკრივეთა შორის იმართება.
ასპარეზობაში, რომელიც ქუთაისის მერიისა და იმერეთის კრივის ფედერაციის ორგანიზატორობით იმართება, საქართველოს, აზერბაიჯანის, უზბეკეთის, ისრაელის და ლატვიის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ.
სულ შეჯიბრებაში 135 მოკრივე ასპარეზობს.
ფინალური ორთაბრძოლები 11 ივნისს გაიმართება.
შეჯიბრების დაწყებამდე ტურნირი საზეიმო ვითარებაში დღეს გაიხსნა.
კომენტარები