ქუთაისის ტანვარჯიშის სპორტული სკოლის ტრენერს საქმიანობა დროებით შეუწყდა.
პედაგოგს ბავშვის მშობელი მოზარდის ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ასევე უფასო ტანვარჯიშის წრეზე თანხას სისტემატურ აკრეფაში ადანაშაულებდა.
მშობელმა პრობლემა “ინფო იმერეთის” საშუალებით გააჟღერა.
ქუთაისის მერიამ მიმართა ააიპს, დაიწყოს საქმის წარმოება და ამ პერიოდში დროებით შეუჩეროს უფლებამოსილება ტრენერს. ააიპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში აცხადებენ, რომ მერიის მიმართვის საფუძველზე დაწყებულია საქმის დისციპლინური წარმოება.
პედაგოგის სახელსა და გვარს უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ, მისი უფლებადამცველი კი აცხადებს, რომ მშობლის ბრალდებები აბსურდულია.
კომენტარები