ჩემპიონობისთვის მებრძოლმა ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნულ ლიგაში ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა, უმნიშვნელოვანესი შეხვედრა 1:0 მოიგო და საჩემპიონო ბრძოლაში შანსები შეინარჩუნა.
„რამაზ შენგელია არენაზე“ გამართული 32-ე ტურის დაპირისპირების პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ანგარიში კი 77-ე წუთზე გაიხსნა. სერბმა ნახევარმცველმა, ნიკოლა ნინკოვიჩმა ბურთი საჯარიმოში ჩააწოდა, მეკარე ბიორნ იონსენის მოძრაობამ დააბნია და ბურთი კარში აღმოჩნდა.
ანგარიში აღარ შეცვლილა, ქუთაისის „ტორპედომ“ 64 ქულა დააგროვა, მეორე ადგილზეა და სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ლიდერ „იბერიასთან“ 3-ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა. ბათუმის „დინამო“ (49) კი მე-4 პოზიციაზეა და გორის „დილასთან“ (59) ჩამორჩენა ვერ შეამცირა.
კომენტარები