ქუთაისის “ტორპედომ” კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა და ბრაზილიური კლუბიდან მცველი შეიძინა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
“24 წლის ბრაზილიელი განაპირა მცველი ვარლეი ლეანდრო და სილვა ქუთაისის „ტორპედომ“ „მირასოლიდან” შეიძინა. ვარლეი ლეანდრომ „ნიუ ვიჟენ ჰოსპიტალში“ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რის შემდეგაც „ტორპედოსთან“ სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კარიერის განმავლობაში ბრაზილიელი მცველი „სანტა კრუზში“, „ბოტაფოგოში“, „კურიტიბასა“ და „მირასოლში“ თამაშობდა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქუთაისელებმა ბოლო ერთ კვირაში მეორე ტრანსფერი განახორციელეს – მანამდე „ტორპედომ“ ხორვატიის ჩემპიონატის მეორეადგილოსან “რიეკადან” 26 წლის გვინეელი ფორვარდი მომო იანსანე დაიმატა, რომელთანაც ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
კომენტარები