ქუთაისის “ტორპედო“ კონფერენსლიგის საპასუხო შეხვედრაში “ტირანას“ ალბანეთში ესტუმრა, 1:0 დაამარცხა და ერთადერთი ქართული გუნდია, რომელმაც პირველი ეტაპის ბარიერი დაძლია.
სტივ კინის გუნდის უდიდესი უპირატესობის მიუხედავად, ქუთაისში პირველი შეხვედრა 1:1 დასრულდა და შემდეგ წრეში გასასვლელად გუნდებს მხოლოდ მოგება აწყობდათ.
მე-3 წუთზე გიგი მჭედლიშვილის ფლანგური გადაცემა ნორვეგიელმა თავდამსხმელმა ბიორნ იონსენმა ერთი შეხებით დააგვირგვინა და “ტორპედომ“ ტაიმი 1:0 მოიგო.
მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.
“ტორპედო“ კონფერენსლიგის მეორე ეტაპზე საკმაოდ ძლიერ მეტოქეს, კვიპროსის “ომონიას” შეხვდება – 25 ივლისს მეტოქეს კვიპროსში ესტუმრება, ხოლო პირველ აგვისტოს – ქუთაისში მიიღებს.
კომენტარები