მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის “ტორპედომ” გორის “დილა“ დაამარცხა და მესამე ადგილზე დაწინაურდა

ქუთაისის “ტორპედომ” გორის “დილა“ დაამარცხა და მესამე ადგილზე დაწინაურდა

ეროვნული ლიგაში ევროსაგზურისთვის მებრძოლი გუნდების დაპირისპირება გაიმართა. გორის „დილამ“ ქუთაისის „ტორპედოს“ უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

საქართველოს ჩემპიონატის 29-ე ტურის შეხვედრა „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ გაიმართა. მატჩის გამორჩეული მოთამაშე გიორგი არაბიძე იყო, რომელმაც 28-ე წუთზე ანგარიში გახსნა.

არაბიძეს მეორე ტაიმში დუბლის შესრულებაც შეეძლო. 58-ე წუთზე მისი წაქცევისთვის „დილას“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც თავად შეასრულა, მაგრამ გორელთა მეკარემ ბურთი მოიგერია და მასპინძლებს თამაშის გადარჩენის შანსი დაუტოვა.

არაბიძემ მეორე მაინც გაიტანა, თუმცა არ ჩაუთვალეს. ქუთაისელთა კაპიტანმა მერაბ გაგაურმა გადაცემა ჩაჭრა და სწრაფად წამოიწყო შეტევა, რომელიც არაბიძემ ეფექტურად გააგრძელა, საჯარიმოში მცველი ჩამოიცილა და ზუსტად დაარტყა, მაგრამ ვიდეორეფერიმ გიგაურზე ჯარიმა დაფიქსირდა და გოლი გაუქმდა.

29 ტურის შემდეგ ქუთაისის „ტორპედომ“ 45 ქულა დააგროვა, „საბურთალოს“ (44) დაეწია და დამატებით მაჩვენებლებით მესამე ადგილზე დაწინაურდა, გორის „დილა“ კი (44) მეხუთე პოზიციაზე დაქვეითდა.

კომენტარები