პლეი აუტის განმეორებით მატჩში ქუთაისის “ტორპედომ“ მარტვილის “მერანს“ უმასპინძლა და წლის მატჩში, რომელიც უჩვეულოდ სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, გამარჯვებას მიაღწია.
ამ გუნდებმა პირველი შეხვედრა 8 დეკემბერს გამართეს – მაშინ მარტვილელებმა 2:0 მოიგეს. ამრიგად ქუთაისელებს ორი ბურთის გატანა მართებდათ.
ორი ტაიმი ფრედ დამთავრდა, დამატებით დროში კი ქუთაისელები დაწინაურდნენ.
საბოლოოდ, „ტორპედომ“ 3:0 მოიგო, ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:2 დაამარცხა (0:2, 3:0) და ეროვნულ ლიგაში ადგილი შეინარჩუნა, მარტვილის „მერანი“ კი 2022 სეზონსაც ეროვნულ ლიგა 2-ში ითამაშებს.
კომენტარები