მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის “ტორპედომ” ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 32 წლის ბიორნ იონსენი დაიმატა

ქუთაისის “ტორპედომ” ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 32 წლის ბიორნ იონსენი დაიმატა

ქუთაისის “ტორპედომ“, რომელიც ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება, ახალი ტრანსფერი განახორციელა და ნორვეგიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, 32 წლის ბიორნ იონსენი დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა, – ინფორმაციას „ტორპედოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

იონსენმა საფეხბურთო კარიერა ნორვეგიაში დაიწყო და ორი სეზონი „ვალერენგასა“ და „ტონსბერგში“ გაატარა.

2014 წლის 17 ივლისს პორტუგალიურ კლუბ „ატლეტიკოსთან“ გააფორმა კონტრაქტი და აგვისტოში სეგუნდა ლიგის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა (5 მატჩში 9 გოლი გაიტანა). ამის შემდეგ ფეხბურთელით „ბენფიკა“ და „სპორტინგი“ დაინტერესდნენ, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. პორტუგალიური პრესის თანახმად, „ბენფიკა“ „ატლეტიკოს“ 300 ათას ევროს და ორ მოთამაშეს სთავაზობდა, მაგრამ „ატლეტიკომ“ შეთავაზება უარყო.

ნორვეგიელ ფორვარდს ნიდერლანდების ერედივიზიეში 69 მატჩში 28 გოლი აქვს გატანილი. ნიდერლანდებში იონსენი „დენ ჰააგის“, „ალკმაარისა“ და ბოლოს (2022-23 წლებში) „კამბურის“ ღირსებას იცავდა.

კომენტარები