მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის “ტორპედომ” ქობულეთის “შუქურა” 9:0 დაამარცხა

ქუთაისის “ტორპედომ” ქობულეთის “შუქურა” 9:0 დაამარცხა

ქუთაისის „ტორპედომ“ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონში ბოლო საშინაო შეხვედრა ქობულეთის „შუქურასთან“ გამართა, 9:0 მოიგო და სეზონის რეკორდი გაიმეორა, რომელიც “სამტრედიამ“ წინა ტურში სწორედ „შუქურასთან“ (9:0) დააფიქსირა.

ქუთაისელები თავიდანვე დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მე-13 წუთზე ქობულეთელებმა მიიღეს, თუმცა პენალტი ვერ გამოიყენეს – ქუთაისელების მეკარემ ფილიპ კლიაიჩმა ბურთი მოიგერია.

“ტორპედომ“ 28-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძის გოლით გახსნა, ხუთ წუთში კი გიორგი არაბიძის შესანიშნავი გადაცემით მეორე გოლი ნიკოლა ნინკოვიჩმა გაიტანა და ქუთაისელებმა ტაიმი 2:0 მოიგეს.

მერე ნახევარში, 57-ე წუთზე გიორგი არაბიძემ თავად გაიტანა. 25 წლის შემტევმა გოლთან ერთად ანგარიშზე ორი საგოლე პასიც ჩაიწერა.

ქუთაისელთაგან ნიკოლა ნინკოვიჩმა ჰეთ-თრიკი შეასრულა. შეცვლაზე შესულმა გიორგი ფანცულაიამ ორი გოლი გაიტანა. ასევე დუბლი შეასრულა “ტორპედოს“ დებიუტანტმა, 19 წლის თავდამსხმელმა დავით იმედაძემ.

ბოლო ტურის წინ „ტორპედომ“ 59 ქულა დააგროვა, გორის „დილას“ (57) გადაასწრო და მესამე ადგილზე გასვლის რეალური კანდიდატია, ხოლო „შუქურა“ (11) ეროვნულ ლიგა 2-ში სეზონის დასრულებამდე რამდენიმე ტურით ადრე დაქვეითდა.

კომენტარები