ქუთაისის “ტორპედოს” ახალი ფეხბურთელი შეემატა. 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ბექა ვაჩიბერაძე სპორტულ კარიერას “ტორპედოში” გააგრძელებს.
სპორტსმენი ქუთაისის საფეხბურ კლუბს უკრაინული “ჩერნომორიციდან” შეუერთდა.
ბექა ვაჩიბერაძე ოდესის „ჩერნომორეცში“ 2021 წლის იანვარში ჩაირიცხა და გუნდის ფორმით 12 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, ქუთაისის “ტორპედოში” ბექა ვაჩიბერაძეს მამა, ზაზა ვაჩიბერაძე გასული საუკუნის 90-იან წლებში თამაშობდა და საქართველოს დამოუკიდებელი ჩემპიონატის დაწყებიდან
ქუთაისური გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული თავდამსხმელი იყო.
კომენტარები