მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისის “ტორპედოს” ბრაზილიელი მცველი ტრავმის გამო 2-3 თვეს გამოტოვებს

ქუთაისის “ტორპედოს” ბრაზილიელი მცველი ტრავმის გამო 2-3 თვეს გამოტოვებს

ქუთაისის “ტორპედოს” ბრაზილიელმა მცველმა აურო ალარო და კრუზ ჟუნიორმა მძიმე ტრავმა მიიღო და მნიშვნელოვანი მატჩის წინ გუნდს დააკლდება.

როგორც “ტორპედოს” ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, აუროს ფეხის თითების მრავლობითი მოტეხილობა აქვს და ტრავმის გამო 2-3 თვეს გამოტოვებს.

ბრაზილიელმა ლეგიონერმა ქუთაისელთა მაისურით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 13 შეხვედრა ჩაატარა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

აურო ჟუნიორი “ტორპედოს” ყაზახური “ორდაბასიდან” შეუერთდა, სადაც ყაზახეთის ჩემპიონიც გახდა. კარიერის განმავლობაში მას სან პაულუს, ლინენსეს, ამერიკა მინეიროს, ტორონტოსა და სანტოსის რიგებშიც უთამაშია.

ქუთაისის “ტორპედო” კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას 25 ივლისს, სტუმრად “ომონიას” წინააღმდეგ გამართავს.

კომენტარები