მთავარიახალი ამბებიქუთაისი

ქუთაისის “ტორპედო” პორტუგალიელმა პედრო მონტეირომ დატოვა

ქუთაისის “ტორპედო” პორტუგალიელმა პედრო მონტეირომ დატოვა

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე, კვიპროსულ “ომონიასთან“ შეხვედრამდე ქუთაისის „ტორპედო“ ძირითადი შემადგენლობის მცველმა, პედრო მონტეირომ დატოვა, – ინფორმაციას Transfermarkt ავრცელებს.

გერმანული სამენეჯერო პორტალის ცნობით, 30 წლის პორტუგალიელი ფეხბურთელი ინდონეზიურ გუნდს, “მადურა იუნაიტედს“ შეუერთდება.

როგორც გაირკვა, ინდონეზიაში მონტეიროს გადაბირებით ჯერ კიდევ 2023 წელს დაინტერესდნენ, მას ერთდროულად სამი კლუბი იწვევდა.

პედრო მონტეირო ქუთაისურ კლუბს 2022 წლის 31 ივლისს პორტუგალიური “აკადემიკა ვიზეუდან“ შეერთდა და ერთ-ერთი ის მოთამაშეა, რომლის დამსახურებითაც გუნდს 18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

პორტუგალიელ მცველთან ერთად, გუნდი დროებით ლუკა ელბაქიძეს და ფრანსუა ეკონგოლოს შეელია, ორივე იჯარით „სამტრედიაში“ ითამაშებს.

კომენტარები