მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის უნივერსიტეტი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

ქუთაისის უნივერსიტეტი უკრაინას სოლიდარობას უცხადებს

ქუთაისის უნივერსიტეტი უკრაინას მხარდაჭერას უცხადებს.

მოძმე ერის სოლიდარობის ნიშნად უნივერსიტეტის ეზოში უკრაინის დროშა აღმართეს.

ქუთაისის უნივერსიტეტი იმერეთის რეგიონში პირველია, რომელმაც პუტინის შეჭრის შემდეგ უკრაინას სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოუცხადა.

24 თებერვალს, გამთენიისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო. ამ დრომდე იბომბება უკრაინული ქალაქები, არიან დაღუპულები და დაჭრილები.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა, მოქალაქეებს კი სიმშვიდისკენ მოუწოდა. რუსულ აგრესიას უკვე გამოეხმაურენ მსოფლიო ლიდერები, რომლებმაც განაცხადეს, რომ პუტინს მსოფლიო დაამარცხებს.

კომენტარები