ქუთაისის ფრენბურთელ გოგონათა გუნდი ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.
ქუთაისელმა გოგონებმა ფინალურ შეხვედრაში ბათუმის გუნდი დაამარცხეს 2:1.
აღსანიშნავია, რომ ქეთევან ლებანიძის გაწვრთნილმა გუნდმა ტურნირზე ყველა შეხვედრა მოიგო.
“ქუთაისის” გუნდის წევრი ტასო დვალიშვილი – საერთაშორისო ფესტივალის საუკეთესო თავდამსხმელად დასახელდა.
ტურნირი 2007-2008 წლებში დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლეში გაიმართა და მასში საქართველოს, სომხეთის, ლატვიისა და აზერბაიჯანის 21 გუნდი ასპარეზობდა (400-მდე ფრენბურთელი).
კომენტარები