ქუთაისის ქუჩებს წყალი ამ დრომდე არ მიეწოდება.
ადგილობრივები დახმარებას ითხოვებენ და აცხადებენ, რომ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მათ წყლის მიწოდების აღდგენას ყოველდღიურად დღის ბოლომდე ჰპირდება, თუმცა უშედეგოდ.
“გუშინ უნდა მოსულიყო საღამოს 8 საათზე, ღამის ორ საათამდე ვრეკავდი და მეუბნებოდნენ წყალი გაშვებულია მილებში, მაგრამ რადგან ორი დღეა, წყალი არ ყოფილა დრო ჭირდება სისტემა შეივსოსო. ამ დილით წყალი ისევ არ მაქვს”, – აცხადებენ ადგილობრივები.
კომენტარები