მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ქუჩებში რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების სია გამოჩნდა

ქუთაისის ქუჩებში რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების სია გამოჩნდა

ქუთაისის ქუჩებში რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატების სია გამოჩნდა.

პლაკატები ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზეა გაკრული.

“ქუთაისის მერიის წინ გამოკრულია იმ 86 მოღალატის სია, ვინც ქვეყანას რუსულ ჭაობში მიათრევს!

პარტიულ-პროპაგანდისტული მესიჯბოქსების საკუთარ ფეისბუქზე ფრიალს, სჯობს ამ სიას გაეცნონ მერიის თანამშრომლები და გაიაზრონ საკუთარი როლი ამ საქმეში.

ეროვნული სიმბოლიკა რა მნიშვნელობის მატარებელია ქართული ოცნებისთვის, მერიის თავზე “აღმართულ” დროშასაც ეტყობა”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში “ევროპა ჩვენი სახლია”.

“ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით 17 აპრილს მიიღო. კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

უწყვეტი ფართომასშტაბიანი აქციების ფონზე, “ქართულმა ოცნებამ” რუსული კანონი პირველი მოსმენით უკვე მეორედ მიიღო. პირველად, იგივე კანონპროექტი მმართველმა პარტიამ შარშან, 2023 წლის მარტში მიიღო, თუმცა პროტესტის შემდეგ მეორე მოსმენისას კანონპროექტი ჩააგდეს. ამის შემდეგ ხელისუფლება ხალხს დაჰპირდა, რომ ამ კანონს აღარ დაუბრუნდებოდნენ, თუმცა ზუსტად ერთი წლის შემდეგ იგივე კანონი, შეცვლილი სახელწოდებით, კვლავ დააინიციირეს.

კომენტარები