ქუთაისის ჩოგბურთის კორტებზე საერთაშორისო სტანდარტების საჩოგბურთო ინფრასტრუქტურა მოეწყო.
პირველად ქუთაისში, 4 სათამაშო მოედანზე გაკეთდა ჰარდის ტიპის ეკოლოგიური საფარი, კაპიტალურად შეკეთდა ადმინისტრაციული შენობა, შეიცვალა განათების სისტემა.
სპორტული კომპლექსის რეაბილიტაცია- რეკონსტრუქციაზე 2 255 711 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის ჩოგბურთის კორტების კომპლექსი საერთაშორისო ტურნირების ჩასატარებლად მზად არის.
კომენტარები