ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ათეულობით ავტომობილი დააჯარიმეს.
ავტომობილის მესაკუთრეების თქმით, პატრულის მიერ მძღოლების დაჯარიმების მიზეზი პარკინსერვისის დახაზულ პერიმეტრზე დგომა გახდა.
დაჯარიმებული ავტომფლობელების თქმით, იქ, სადაც პარკინსერვისის დახაზული ადგილია, იქვე, შეუმჩნეველ ადგილზე დგომის ამკრძალავი ნიშანი განათავსეს.
“ბაღის წინ მოედანზე დახაზულ პაკინგზე დღეს 15 მანქანა ერთად დაგვაჯარიმეს პატრულის თანამშრომელმა. რატომ მაჯარიმებთ რომ ვკითხე, პარკინგზე ვდგავარ, სადაც ნიშანიც არის წლებია P, და თან საპარკინგე ხაზებიც კარგად მკვეთრად არის გზაზე, გამიყვანა თეატრის მხარეს და ნიშანი მანახა – დგომა აკძალულია. ერთი კვირის დაკიდებულიაო, ეგ ხაზები პარკინგის სამსახურს მოკითხე რომ არ წაშალაო. ამნაირი სადმე გაგიგიათ? თან პარკინგი და დგომა აკრძალულია ერთად ორი ნიშანი. პატრონი არ ჰყავს ამ ქალაქს ან რაიმე სამსახურის ხო უნდა იყოს, რომ ასეთი რამ აკონტროლოს”, – წერს სოციალურ ქსელში გიორგი ცირეკიძე.
კომენტარები