მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება

ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე 27 თებერვალს, 18:00 საათზე უკრაინის მხარდამჭერი მორიგი აქცია გაიმართება.

აქციის მონაწილეები უკრაინაში განხორციელებულ რუსულ აგრესიას კიდევ ერთხელ დაგმობენ და მეგობარ უკრაინას სოლიდარობას გამოუცხადებენ.

უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდან იმერეთში მხარდამჭერი აქციები ყოველდღიურად იმართება. სოლიდარობის აქციები გაიმართა დღეს ქუთაისსა და სამტრედიაში.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან ომი 24 თებერვალს გამთენიისას დაიწყო. საომარი მოქმედებები ამ დრომდე უწყვეტად მიმდინარეობს.უკრაინა მტერს მედგარ წინააღმდეგობას უწევს, ოფიციალური მონაცემებით, ოკუპანტების ცოცხალი ძალის და ტექნიკის დანაკარგი ძალიან დიდია.

კომენტარები