ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტებმა უკრაინის გიგანტური დროშა გაშალეს.
ახალგაზრდების თქმით, უკრაინში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სწორედ ჩვენს მოძმე ქვეყანაში წყდება საქართველოს დამოუკიდებლობის ბედი, რის გამოც მათი თქმით, აუცილებელი იყო, რომ დღევანდელ დღეს ომში მყოფი ქვეყნის სოლიდარობის და მხარდაჭერის ნიშნად მათი მთავარი სიმბოლოს დემონსტრირება მომხდარიყო.
საქართველო დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
კომენტარები