მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის ცენტრში ახალგაზრდების ჩხუბის დროს პოლიციამ ადგილზე რეაგირების გარეშე ჩაიარა (Video)

ქუთაისის ცენტრში ახალგაზრდების ჩხუბის დროს პოლიციამ ადგილზე რეაგირების გარეშე ჩაიარა (Video)

ახალგაზრდების ჩხუბი და პოლიციის უმოქმედობა ქუთაისში – ინციდენტი ქალაქის ცენტრალურ გამზირზე, ტურისტების თავშეყრის ადგილას მოხდა.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირებაა, თუმცა კრიმინალური პოლიცია შემთხვევის ადგილას ისე ჩაივლის, რომ რეაგირებას არ ახდენს.

ამ კადრებს უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების მწვავე რეაგირება მოჰყვა.

რატომ არ ჰქონდა ფაქტზე რეაგირება პოლიციას – ამ კითხვაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა პრესსამსახურთან გადაგვამისამართეს. ადგილობრივები კი ამბობენ, რომ ბოლო დროს, პოლიცია საერთოდ უმოქმედო გახდა.

კომენტარები