მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის ციხეში მოწამლული პატიმრების ნაწილი საავადმყოფოში რჩება

ქუთაისის ციხეში მოწამლული პატიმრების ნაწილი საავადმყოფოში რჩება

ქუთაისის ციხეში მოწამლული პატიმრების ნაწილი საავადმყოფოში რჩება, მეორე ნაწილი კი მკურნალობას პენიტენციურ დაწესებულებაში განაგრძობს.

კლინიკა “ვივამედში” გადაყვანილი პატიმრები ადვოკატებმა მოინახულეს.

უფლებადამცველების თქმით, მედიკოსებმა მათთან საუბრისას განაცხადეს, რომ ინტოქსიკაციის მიზეზი ნაწლავური ინფექციაა.

ადვოკატ სოფო ბონდარენკოს ინფორმაციით, მოწამლულია დაახლოებით 200 პატიმარი.

ქუთაისის ციხეში პატიმრების ინტოქსიკაციის შესახებ “ინფო იმერეთმა” ინფორმაცია 14 აგვისტოს გაავრცელა. სპეციალური პენიტენციურმა სამსახურმა მოგვიანებით ეს ინფორმაცია დაადასტურა.

კომენტარები