მთავარიახალი ამბებიიმერეთი

ქუთაისის, ხარაგაულის და ჭიათურის მერიები საჯარო ინფორმაციას მალავენ და არ ამბობენ რა თანხა დახარჯეს სარესტორნო მომსახურებებში

ქუთაისის, ხარაგაულის და ჭიათურის მერიები საჯარო ინფორმაციას მალავენ და არ ამბობენ რა თანხა დახარჯეს სარესტორნო მომსახურებებში

ქუთაისის, ხარაგაულის და ჭიათურის მერიები  ოფიციალურ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარს აცხადებენ.

“ინფო იმერეთი” 19 ივნისს დაინტერესდა რა თანხა დაიხარჯა მიმდინარე წელს სარესტორნო ხარჯებში,  თუმცა იმერეთის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებისგან  განსხვავებით,  ქუთაისის, ხარაგაულის და ჭიათურის საჯარო ინფორმაციაზე გამცემი პირები კანონს არღვევენ.

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის  თანახმად,

საჯარო დაწესებულება ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის – ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არაუგვიანეს 10 დღისა.

“ინფო იმერეთი” იმერეთის რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტის  მონიტორინგს აგრძელებს. ჩვენი მიზანია, გავარკვიოთ, სად და ვისზე იხარჯება ბიუჯეტის ფული.

მასალა მომზადებულია მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრთან თანამშრომლობით.

კომენტარები