მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეზო გაბრიაძის “ჩვენი პატარა ქალაქი” ითამაშეს

ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რეზო გაბრიაძის “ჩვენი პატარა ქალაქი” ითამაშეს

ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში  ქუთაისის სასკოლო  თეატრების ფესტივალი  მიმდინარეობს.

ფესტივალის ფარგლებში  საქართველოს სხვადასხვა  მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები  სხვადასხვა სპექტაკლს წარმოადგენს.

მესხიშვილის თეატრის სცენაზე დღეს ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა,  რეზო გაბრიაძის “ჩვენი პატარა ქალაქი” ითამაშეს.

21 მოსწავლემ და პედაგოგმა სცენაზე გაბრიაძისეული ქუთაისი გააცოცხლა და ის ყოველდღიურობა აჩვენა, რაც ამ ქალაქისთვის იყო დამახასიათებელი.

ფესტივალისათვის სპექტაკლი ზეკო ხაჩიძის რეჟისორობით დაიდგა.

რეჟისორის ხედვამ და პატარა მსახიობების შესრულებამ მაყურებლების მოწონება  დაიმსახურა.

კომენტარები