მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისის 44-ე საარჩევნო უბანზე სამ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს

ქუთაისის 44-ე საარჩევნო უბანზე სამ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს

ქუთაისის 44-ე საარჩევნო უბანზე მისულ სამ ამომრჩეველს ხმის მიცემის უფლება არ მისცეს. მიზეზი, მოქალაქეების გადასატან ყუთის სიაში რეგისტრაცია აღმოჩნდა.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი აცხადებს, აღნიშნულ პირებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ისინი გადასატანი სიით სარგებლობდნენ და ამიტომ უბანზე გამოცხადნენ.

მისივე თქით, ამ პიროვნებების მტკიცებით, მათ გადასატანი ყუთით სარგებლობის მოთხოვნით განცხადება არ დაუწერიათ. ოპოზიციის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ განცხადებები გაყალბებულია.

44-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარის დავით ნოზაძის თქმით, პიროვნებეს ხმის მიცემის უფლება არ მიეცათ და ისინი ხმას გადასატანი ყუთით საშუალებით მისცემენ.

კომენტარები