მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის IT ჰაბისთვის ლიცენზიის და საკონსულტაციო მომსახურებისთვის 1 764 100 ევრო დაიხარჯება

ქუთაისის IT ჰაბისთვის ლიცენზიის და საკონსულტაციო მომსახურებისთვის 1 764 100 ევრო დაიხარჯება

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გასახსნელად საჭირო ლიცენზიას და საკონსულტაციო მომსახურებას ყიდულობს. ამ სერვისებში ჯამში 1 764 100 ევროა გათვალისწინებული.

უფრო ზუსტად: ცენტრის გახსნასთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურება – 120 000 ევრო;

2,5-წლიანი ლიცენზია – 1 375 000 ევრო (წელიწადში 275 000 ევრო);

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები – 269 100 ევრო.

საქართველოს მთავრობა ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას 2025 წლისთვის აპირებს. ამისთვის ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტიდან 12 მილიონი ლარი უნდა გამოიყოს ორი წლის განმავლობაში – განკარგულება 1 აგვისტოს გამოიცა.

კომენტარები