მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ

ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრები შიმშილობენ

ქუთაისის ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრებმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. ისინი ამნისტიის უფრო მეტ მუხლზე გავრცელებას ითხოვენ.

ახლობლების ინფორმაციით, პატიმრები მეოთხე დღეა, შიმშილობენ და ჟურნალისტებთან კომუნიკაციას ითხოვენ.

“მიმართეს უკიდურეს ფორმას, შიმშილობას, მეოთხე დღეა, რაც შიმშილობენ. პატიმრები ითხოვდნენ ჟურნალისტებთან გასაუბრებას, როდესაც ოჯახის წევრებმა მივაწოდეთ ჟურნალისტის ნომერი, მარტო ჩემ ძმას არა, ყველა პატიმარს დაუბლოკეს ეს ნომერი. არ აძლევენ ტელევიზორის ყურების საშუალებას”, – აცხადებს თამარ სოფრომაძე.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ.

კომენტარები