საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-18 კმ-სა და 23-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
“ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მე-18 კმ-სა და 23-ე კმ-ზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის მე-18 კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით 2 დღის წინ მდინარე რიონის ადიდების და გზის სავალ ნაწილზე გადმოსვლის გამო აიკრძალა.
კომენტარები