მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისი არის ქალაქი, სადაც ჯიპზე ამხედრებული მთავრობა ქვეითებზე არ ფიქრობს”

“ქუთაისი არის ქალაქი, სადაც ჯიპზე ამხედრებული მთავრობა ქვეითებზე არ ფიქრობს”

ქუთაისში, წვიმის დროს ტროტუარზე  გადაადგილებისას ადგილობრივებს დისკომფორტი ექმნებათ.

ქალაქის მასშტაბით ქვეითთა სამოძრაო ზოლებია ისეა გაკეთებული, რომ წყალი ტროტუარზე დგება და ქვეითები სველდებიან.

მოსახლეობის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები პროექტს უნალექო ამინდში იბარებენ, წვიმისას კი ინფრასტრუქტურული პროექტების უმრავლესობა ხარვეზებით არის შესრულებული.

“ტროტუარზე წყალი კი არ იწრიტება, რომ ადგილობრივებმა სიარული შეძლონ,  პირიქით წვიმა ქვეითების ზოლში გუბდება და  ფეხსაცმელი და შარვალი გადაადგილებისას სულ სველი გვაქვს.

ქუთაისი არის ქალაქი, სადაც ჯიპზე ამხედრებული მთავრობა  ქვეითებზე არ ფიქრობს”, – ამბობს ადგილობრივი მანანა ხვედელიძე.

კომენტარები