ქუთაისი “გვირილობას” აღნიშნავს.
ორმაისობა, ანუ ქუთაისქალაქობა ტრადიციულად წელსაც მრავალფეროვანი ღონისძიებებით იქნება დატვირთული.
ორმაისობის ფარგლებში გაიმართება გამოფენები, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, სპორტული აქტივობები, ჯომარდობა, კონცერტები.
ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, ასევე ფალიაშვილის ქუჩაზე გაიმართება.
ღია სივრცის გარდა დაგეგმილია აქტივობები აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრსა და სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში.
დღესასწაული 5 მაისს რეზო გაბრიაძის წიგნის – “ჩემი პატარა ქალაქი” პრეზენტაციით დასრულება.
კომენტარები