მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისი და იმერეთი მე-19 საუკუნის ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებში” – წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში 

“ქუთაისი და იმერეთი მე-19 საუკუნის ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებში” – წიგნის პრეზენტაცია ქუთაისში 

ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის, გერმანისტ თამაზ გვენეტაძის წიგნის “ქუთაისი და იმერეთი მე-19 საუკუნის ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებში“ პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება “ქუთაისი – იუნესკოს ლიტერატურის ქალაქის ინიციატივების“ ფარგლებში ჩატარდა.

წიგნში შესულია ცნობილი ევროპელი მოგზაურების: იოჰან გულდენშტედტის, ჟაკ ფრანსუა გამბას, ედუარდ ფონ აიხვალდის, მარი-ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს, კარლ ჰაინრიხ კოხის, მორიც ვაგნერის, ფრიდრიხ ფონ ბოდენშტედტის, ალექსანდრე დიუმას, კარლ ფონ ჰანის, ბერტა და არტურ ფონ ზუტნერების, კარლა სერენას, ჟოზეფ დე ბაის და სხვათა ჩანაწერების თარგმანები.

კრებული “ქუთაისი და იმერეთი მე-19 საუკუნის ევროპელი მოგზაურების ჩანაწერებში“ ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გამოიცა.

კომენტარები