მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისი” დუდუ დადიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა

“ქუთაისი” დუდუ დადიანის სახელობის თასის მფლობელი გახდა

დუდუ დადიანის სახელობის 22-ე მემორიალური ტურნირი ქუთაისელი კალათბურთელების გამარჯვებით დასრულდა.

კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა კლუბმა ფინალურ მატჩში ზესტაფონის “მარგვეთი” 94:89 დაამარცხა და დუდუ დადიანის სახელობის თასი ისტორიაში მესამედ მოიგო!

ტურნირის MVP  ქუთაისელთა ცენტრი – აკაკი დვალიშვილი გახდა. იგი სპეციალური ჯილდოთი კალათბურთის ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილემ, ლაშა გამყრელიძემ დააჯილდოვა!

გამარჯვებული გუნდის კაპიტანს ტურნირის გარდამავალი თასი დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – სანდრო, ნიტა და ანდრია დადიანებმა გადასცეს.

კომენტარები