3 ივლისს ქუთაისი დიდ რაგბის მასპინძლობს. საქართველოს და არგენტინის ნაკრებები “აია არენაზე” 18:00 საათზე ერთმანეთს შეერკინებიან.
ეს ამ გუნდების მეოთხე შეხვედრაა.
“აია არენაზე“ პირველ ხაზში თამაშს იწყებენ გურამ გოგიჩაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე და ლუკა ჯაფარიძე. მეორე ხაზში ლაშა ჯაიანი და კოტე მიქაუტაძე შეწყვილდებიან. მესამე ხაზში ოთარ გიორგაძეს, ბექა საღინაძეს და ბექა გორგაძეს ვიხილავთ.
ღერძზე შეთამაშებული წყვილი – ვასილ ლობჟანიძე და თედო აბჟანდაძე დადგებიან. ცენტრში გუნდის კაპიტან მერაბ შარიქაძეს გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, ფრთებზე სანდრო თოდუასა და აკა ტაბუცაძეს ვიხილავთ, ფულბეკი კი 19 წლის დავით ნინიაშვილია.
მარქაფაში ერთი დებიუტანტია – ბურჯი გურამ პაპიძე. პირველ ხაზში გუნდს გააძლიერებენ კვაჭი შალვა მამუკაშვილი და ბურჯი ნიკოლოზ ხატიაშვილი; მეორე და მესამე ხაზში შეცვლაზე შევლენ ნოდარ ჭეიშვილი და ლუკა ივანიშვილი. 9 ნომრის მარქაფაშია მიხეილ ალანია, ხოლო ხაზში ლაშა ხმალაძე და დემურ თაფლაძე.
კომენტარები