ქუთაისში დღეს მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
მოქალაქეები არჩევანს ორ კანდიდატს შორის გააკეთებენ.
მეორე ტურში ქუთაისის მერობისთვის “ქართული ოცნების” კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი და ოპოზიციის კანდიდატი ხატია დეკანოიძე იბრძვიან.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქუთაისში სულ 153 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
ქუთაისელები საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას 124 საარჩევნო უბანზე შეძლებენ.
საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 დაიხურება.
კომენტარები