მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისი მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი – “ასე არაა, როგორც გგონიათ”

ქუთაისი მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი – “ასე არაა, როგორც გგონიათ”

ქუთაისი მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტს ედავებიან.

გამოძიების ინფორმაციით, მერაბ ნუცუბიძეს ევალებოდა პასუხისმგებლობა სკოლის ფინანსების სწორ და მიზნობრივ ხარჯვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულება არაჯეროვნად შეასრულა.

პროკურატურის ინფორმაციით, მან არ დააწესა სათანადო კონტროლი და მონიტორინგი სკოლის საბანკო ანგარიშიდან განხორციელებულ ტრანზაქციებზე, რამაც შესაძლებლობა მისცა დაწესებულების ბუღალტერს უკანონოდ მიეთვისებინა 57 758 ლარი.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დირექტორი თანამდებობაზე რჩება, სამართლებრივი დავა კი გრძელდება.

“ეგრე არაა, როგორც გგონია, ყველაფერს მოგვიანებით გეტყვით”, – უთხრა “ინფო იმერეთს” სკოლის დირექტორმა.

ცნობისთვის, მე-16 სკოლის ბუღალტერი, პარალელურად იყო ქუთაისის №22 საჯარო სკოლის ბუღალტერიც, ორივე სკოლიდან დიდი ოდენობით თანხის მითვისებისთვის მიცემულია სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში. ასევე, სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე მიცემულია ქუთაისის №22 საჯარო სკოლის დირექტორიც.

ორივე ბრალდებულის მიმართ საქმეები არსებითად იხილება სასამართლოში.

კომენტარები