მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქუთაისი მთლიანად იყო სუსის უფროსის და მისი სანათესავოს ხელში”

“ქუთაისი მთლიანად იყო სუსის უფროსის და მისი სანათესავოს ხელში”

“გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი აცხადებს, რომ ქუთაისი მთლიანად სუსის უფროსის გრიგოლ ლილუაშვილის სანათესავოს ჰქონდა “ჩაბარებული”:

მისივე თქმით, ქუთაისში, კომისია არ იყო დარჩენილი, სადაც “ოცნების” პარტაქტივი არ იყო გამწესებული.

“ეს ადამიანები არ არიან დამოუკიდებლები, საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებული იყო ოცნების პარტაქტივით და ნათესავებით. ქუთაისის მაგალითზე – მთლიანად იყო სუსის უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის და მისი სანათესავოს ხელში. ბიძაშვილები, მათი შვილები, ქმრები, ცოლები, გადანაწილებული იყვნენ სხვადასხვა უბნებზე ზოგი კომისიის წევრად, ზოგი თავმჯდომარედ, ზოგი მდივნად.

მაგალითად, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილი, ცოლ-ქმარი, ნათელ-მირონები, მთლიანად 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო ერთი ნათესავი, მეორე ნათესავი – ქუთაისის ყოფილი ვიცე მერი ქუთაისის კულტურის ააიპიში დასაქმებული”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.

კომენტარები