ქუთაისი-სამტრედიის გზაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა დაიწვა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.
“ინფო იმერეთს” თვითმხილველებმა უთხრეს, რომ იმ დროისთვის ეკიპაჟს პაციენტი არ გადაჰყავდა.
“აი, ხომ იყო დიდი შანსი რომ ავტომობილს ცეცხლი იმ დროს გასჩენოდა, როცა პაციენტი გადაჰყავდა. წარმოიდგინეთ, ცუდად ხარ, დახმარების მიზნით სასწრაფოს იძახებ, მას კი კლინიკაში გადაყვანის პროცესში ცეცხლი უჩნდება, კატასტროფაა”, – აცხადებენ თვითმხილველები.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მომხდარზე გამოძიება 188-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
კომენტარები