მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისი საქართველოში მოსახლეობის რაოდენობით უკვე მეოთხე ქალაქია

ქუთაისი საქართველოში მოსახლეობის რაოდენობით უკვე მეოთხე ქალაქია

ქუთაისი საქართველოში მოსახლეობის რაოდენობით უკვე მეოთხე ქალაქია.

ყველაზე დიდი ქალაქების სამეული ასეთია: თბილისი, ბათუმი, რუსთავი.

წლების განმავლობაში ქუთაისი მოსახლეობის რაოდენობით თბილისის შემდეგ მეორე ქალაქი იყო, ბათუმის განვითარების შემდეგ მესამე ქალაქი გახდა, ახლა კი სამეულში ქუთაისის ნაცვლად რუსთავია.

ერთ დროს საპარლამენტო ქალაქს მოსახლეობა ყოველდღიურად ტოვებს.

სამსახურის დეფიციტი, დაბალი ანაზღაურება და მომავლის პერსპექტივის არ არსებობა – ეს ის ფაქტორებია, რის გამოც ქუთაისელები ქალაქიდან მიდიან.

რამდენიმე თვის  წინ ქუთაისელებმა მოსახლეობის მასობრივი გადინების გამო ჩემოდნების აქცია პერფორმანსიც გამართეს და ქალაქში არსებული მწვავე პრობლემები გააჟღერეს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულის სამსახურის ინფორმაციით, 2022 წელს ქუთაისის მუნიციპალიტეტში 129 300 ადამიანი ცხოვრობდა. 2021 წელს კი მოსახლეობის რაოდენობა 134 400 შეადგენდა, 2020 წელს 135 200-ს, 2019 წელს – 1380 200 ადამიანს.

კომენტარები