მთავარიახალი ამბებიიმერეთი

“ქუთაისი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მოსახლეობის რაოდენობით, მეორედან მეოთხე ადგილზე გადავიდა”

“ქუთაისი “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში მოსახლეობის რაოდენობით, მეორედან მეოთხე ადგილზე გადავიდა”

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ქუთაისი, რომელიც მოსახლეობის რაოდენობით მეორე ქალაქი იყო, “ქართული ოცნების” ხელისუფლების დროს, მეოთხე ქალაქი გახდა, ადამიანები მიდიან ქალაქიდან მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო.

მისივე თქმით, ტურიზმი და მისი შედეგები, რომელზეც ხელისუფლება ხშირად საუბრობს, ქუთაისელებისთვის არ არის. ამასთან, მოუწესრიგებელია ტურისტული ინფრასტრუქტურაც.

“ძალიან კარგია მილიონი ტურისტი, მაგრამ მარტო ტურისტების იმედად ვერ ვიქნებით და იმის იმედად, რომ ისინი გააგრძელებენ საქართველოში ჩამოსვლას. ქუთაისის ავტოსადგურში თუ ხართ ნამყოფი? გირჩევდით, ნახოთ რა მდგომარეობაშია ავტოსადგური და ტურისტული ინფრასტრუქტურა.

ქუთაისი ის ქალაქია, რომელიც თქვენი ხელისუფლების დროს, საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქი გადაიქცა სიდიდით მეოთხე ქალაქად. ვისთვის არის ეს მილიონი ტურისტი?

გუშინ ვესაუბრებოდი ჩემს თანაქალაქელს და მითხრა, რომ ნაცნობის პოვნა მიჭირს ქუთაისშიო და ეს ის ადამიანია, რომელიც ნახევარ ქალაქს იცნობდა პროფესიიდან გამომდინარე.

ქუთაისელებისთვის არ არის ეს ტურიზმი და მისი შედეგები და ვისთვის არის, როცა ადამიანები მირბიან ქალაქიდან. მუსიკის პედაგოგმა მითხრა – ათი მოსწავლე მყავს და მხოლოდ ერთადერთი ბავშვია მათ შორის, რომელსაც ორივე მშობელი საქართველოში ჰყავსო”, – აცხადებს ნაცვლიშვილი.

კომენტარები