“კოალიცია ცვლილებებისთვის” ყრილობა დღეს ქუთაისში ჩატარდება.
დავით აღმაშენებლის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ წუთებში მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილზე უკვე განთავსდა სკამების უმეტესობა, პარალელურად მიმდინარეობს სცენის მონტაჟი და ხმის გამაძლიერებელი სისტემის შემოწმება.
ქუთაისში დღეს კოალიციის 4 000-მდე მხარდამჭერს ელოდებიან.
“მასშტაბური ყრილობა ჩატარდება ამჯერად უკვე ქუთაისში. ხედავთ, რომ ვართ მზადების პროცესში.4 000-მდე ადამიანი იქნება ქუთაისის ყრილობაზე. ქუთაისი ძალიან საინტერესო ქალაქია, ამავე დროს ძალიან პრიორიტეტული. გეოგრაფიულად საქართველოს ცენტრია, ყველაზე დიდი ხანი იყო გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქი, ჩემთვის ამ ქალაქს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მივმართავ ქუთაისელებს, მოდით და დაესწარით ჩვენს ყრილობას”, – აცხადებს ნიკა გვარამია.
კომენტარები