მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

“ქუთაისს არ შეიძლება, ჰყავდეს მსგავსი მოძალადე მერი, ამიტომ შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში”

“ქუთაისს არ შეიძლება, ჰყავდეს მსგავსი მოძალადე მერი, ამიტომ შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში”

ქუთაისში, კაფე-ბარ “სავანეს” მეპატრონემ გიორგი ტურაბელიძემ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურას მიმართა.

კერძო მესაკუთრე ქუთაისის მერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს და საგამოძიებო ორგანოს გამოძიების დაწყებას მოითხოვს.

გიორგი ტურაბელიძესთან ერთად იმყოფებოდა “ნაციონალური მოძრაობის” რეგიონული ლიდერი თემურ ცამციშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ ქალაქის მერმა ამის გამო პასუხი უნდა აგოს.

“ნაძვის ხის ანთების დღე, ქუთაისის მერმა მომაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ქალაქს და მოსახლეობას აქვს ლეგიტიმური კითხვები, რაზედაც მისგან პასუხების მიღება მერიის შენობაში შეუძლებელი გახდა, ამიტომ გვიწევს სადაც ვნახავთ, იქ დავუსვათ ეს კითხვები, რაც ძალიან აბრაზებს, გამოჰყავს წყობიდან და მისი პასუხი არის ერთი: გინება და შემდეგ, ფიზიკური შეურაცხყოფის მოყენება. ქუთაისს არ შეიძლება ჰყავდეს მსგავსი მოძალადე პიროვნება ხელმძღვანელობაში, ამიტომ დღეს შევიტანეთ საჩივარი პროკურატურაში”, – განმარტავს გიორგი ტურაბელიძე.

შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება 23 დეკემბრის ინციდენტს, რომელიც ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების შემდეგ, იოსებ ხახალეიშვილსა და გიორგი ტურაბელიძეს შორის მოხდა.

კომენტარები