სამოქალაქო აქტივისტებბმა ქუთაისის ქუჩებში, სხვადასხვა შენობებზე 3 წლის წინანდელი სისხლიანი 20 ივნისის ამსახველი კადრები გაუშვეს.
“ქუთაისს ახსოვს რა მოხდა 20 ივნისს!
სახელმწიფოს არ აქვს უფლება იძალადოს მოსახლეობაზე, მისი თითოეული მსგავსი ნაბიჯი არის ანტიევროპული ღირებულების და საზოგადოება მის წინააღმდეგ უნდა დადგეს.
დაიკავეთ ადგილი ცოცხალ ჯაჭვში 20 ივნისს, 15:00 საათზე ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე”, – აღნიშნულია აქტივისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომენტარები