“ქუთაისს ნული ახალი ატრაქცია აქვს”, – ამის შესახებ “ჩიპ თრეველის“ დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილი საუბრობს.
მისი თქმით, საქართველოში ტურიზმის შიდა ბაზარზე კონკურენციაა, ვინ უფრო მეტ ტურისტის მოიზიდავს, ისტორიულ ქუთაისში კი არაფერი კეთდება იმისათვის, რომ ტურისტების მეტი დაინტერესება მოხდეს.
“საქართველოს ტურიზმის შიდა ბაზარზე ჩვეულებრივი კონკურენცია. ლოკაციები ეჯიბრებიან ერთმანეთს ვინ უფრო მეტ ტურისტს მიიზიდავს და ამატებენ ახალ-ახალ ტურისტულ ატრაქციებს. ქუთაისს 0 ახალი ატრაქცია აქვს ბოლო წლებში. 0 კი არა რაც ოქროს ჩარდახის რეაბილიტაცია გაიწელა და ტურისტები იქ აღარ მიდიან, მინუსებშიც კი გადავიდა”, – აცხადებს “ჩიპ თრეველის“ დამფუძნებელი ლევან ჭანჭალეიშვილი.
უკვე წლებია, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ეს პრობლემას უქმნის, როგორც ადგილობრივებს, ასევე ქუთაისის ტურიზმის სექტორს. მათი შეფასებით, მაშინ, როცა ქალაქის შემოსავლის მთავარი წყარო ტურიზმია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა, ტურისტებს ქალაქში შემოსვლის სურვილს უკარგავს.
კომენტარები