ქუთაისში, “აია არენაზე” დიდი 10-ის მე-7 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს ქუთაისური გუნდები – “არესი” და “აია” დაუპირისპირდნენ.
ქუთაისური დერბი “არესის” გამარჯვებით 37:31 დასრულდა.
“აიამ” მიმდინარე ჩემპიონატში პირველი მატჩი წააგო, თუმცა მარცხის მიუხედავად 27 ქულით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია.
“არესი” 25 ქულით მეორე ადგილზეა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ “არესის” 9 ნომერი გუგა მარგველაშვილი დასახელდა.
“არესი” – 5 ლელო: ლეჟავა, ბურჯალიანი, ნდრავა, ნ.ძნელაძე, თევდორაძე; 3 გარდასახვა: თევდორაძე (3); 1 ჯარიმა: თევდორაძე, 1 არეკნი: მარგველაშვილი.
“აია” – 4 ლელო: კოხოძე (2), მახარეიშვილი, მეტრეველი 4 გარდასახვა: ბაბუნაშვილი (4), 1 ჯარიმა: ბაბუნაშვილი
კომენტარები