მთავარიახალი ამბებისლაიდი

ქუთაისში ადვოკატს სასჯელაღსრულების დაწესებულების ბადრაგი ფიზიკურად გაუსწორდა

ქუთაისში ადვოკატს სასჯელაღსრულების დაწესებულების ბადრაგი ფიზიკურად გაუსწორდა

ადვოკატ მზია ადეიშვილის თქმით, ქუთაისში მას სასჯელაღსრულების დაწესებულების ბადრაგის თანამშრომელი ფიზიკურად გაუსწორდა.

ადვოკატის თქმით, ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, პროფესიული საქმიანობის შესრულების პროცესში, მას ბადრაგის თანამშრომელმა სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა.

“იმ დროს, როდესაც მე ჩემს პროფესიულ საქმიანობას ვასრულებდი, ჩემზე განხორციელდა ფიზიკური ანგარიშსწორება. სხეულის სხვადასხვა არეში მაქვს ტკივილები. ხელი ძალიან მტკივა. ფიზიკურად გამისწორდა რასაც ჰქვია. ამ საქმეს ასე არ დავტოვებ, გამოძახებული მყავს პოლიცია. აუცილებელია, რომ მან, ვინც მე ფიზიკურად გამისწორდა, პასუხი აგოს”, – აცხადებს ადვოკატი მზია ადეიშვილი.

 

კომენტარები