მთავარიახალი ამბებისაზოგადოება

ქუთაისში, ავტობუსის გაჩერებებზე საინფორმაციო ელექტრონული დაფების ნაწილი არ მუშაობს

ქუთაისში, ავტობუსის გაჩერებებზე საინფორმაციო ელექტრონული დაფების ნაწილი არ მუშაობს

ქუთაისში, ავტობუსის გაჩერებებზე საინფორმაციო ელექტრონული დაფების ნაწილი არ მუშაობს.

ფოტოებს სოციალურ ქსელში ადგილობრივები ავრცელებენ და ამბობენ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც საინფორმაციო ტაბლო  ჩამქრალია.

“ერთხელ დავწერე 2 კვირის წინ, რომ არ მუშაობს, კაბელი იყო გაწყვეტილი და ტაბლოს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა, კაბელი მეორე დღესვე შეაერთეს, მაგრამ ორი კვირაა, არ ჩაურთავთ. იქნებ ჩართოთ. უბანი “პლაშადკა”, საეკლესიო საავადმყოფოს ეზოსთან”, – წერენ სოციალურ ქსელში ადგილობრივები.

ქუთაისში 108 ერთეული საინფორმაციო ტაბლოა განთავსებული. აღნიშნულის  მოსაწყობად ტენდერის გზით შერჩეულმა შპს “ქართული მიკროელექტრონიკამ” 898 283 ლარი მიიღო.

კომენტარები